სიახლეები

2014 წლის 6-7 ივნისს უნიდენტის ექიმებმა დეა ვადაჭკორიამ და ნინო მაღლაკელიძემ მონაწილეობა მიიღეს MIS-საქართველოს მიერ ორგანიზებულ ლექცია-მასტერ-კლასში: „დენტალური იმპლანტოლოგიის ორთოპედიული ასპექტები“. სპიკერი გახლდათ დოქტორ ოად შარონი - იერუსალიმის ჰადასის უნივერსიტეტის, პირის ღრუს რეაბილიტაციის განყოფილება.

ეს ორი დღე დატვირთული იყო სპეციალისტებისთვის მდიდარი პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებით და იმ შეცდომებისა და გართულებების ანალიზით, რომელიც იმპლანტოლოგიაში მომუშავე ქირურგ და ორთოპედ სტომატოლოგებს ხშირად უდგებათ დღის წესრიგში.

ღონისძიებას, თბილისის სხვადასხვა კლინიკის ექიმი-იმპლანტოლოგები ესწრებოდნენ.

ლექცია- მასტერ-კლასის დასრულებისას მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები. (იხ.სურ.)