სიახლეები

2014 წლის 5-6 სექტემბერს ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი მ. მამალაძე მივლინებით იმყოფებოდა პროფესორ ლორენცო ვანინის მასტერ–კლასზე (ქ.სანფედელე, კომოს პროვინცია, იტალია), რომელიც წელიწადში მხოლოდ ოთხჯერ იმართება. პროფესორი ვანინი ევროპის ესთეტიკური სტომატოლოგიის ასოციაციის ვიცე–პრეზიდენტია, არის კიეტის უნივერსიტეტის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი, კორპორაცია „მიჩერიუმის“ კლინიკური კონსულტანტი და ნანოშემავსებლიანი სარესტავრაციო კომპოზიციური მასალა Enamel plus HRI-ს შექმნის თანამონაწილე. პროფესორ ვანინის მიერ მოწოდებული კბილთა რესტავრაციის სტრატიფიკაციის თეორიით მსოფლიოს ბევრი სტომატოლოგიური სკოლა ხელმძღვანელობს. იგი არის კბილთა რესტავრაციაში სტუდენტური ჩემპიონატების ჩატარების იდეის ავტორი და განმახორციელებელი ბოლო 20 წლის მანძილზე. პროფესორმა მ. მამალაძემ გაიარა ლორენცო ვანინის საერთაშორისო მასტერ–კლასი და მიღებული კლინიკური გამოცდილება საფუძვლად დაედება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სტუდენტური ჩემპიონატის ჩატარებას კბილთა რესტავრაციაში. ასევე ოპერაციული ოდონტოლოგიის სილაბუსი გამდიდრდება კბილთა რესტავრირების თანამედროვე კონცეფციით. (იხ.სურ.)