სიახლეები

ამა წლის 16-18 ოქტომბერს სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრის, უნიდენტის ექიმი–სტომატოლოგი რამაზ ორჯონიკიძე, იმყოფებოდა ქ. ბიბირახში (გერმანია) კომპანია „KaVo“–ს საწარმოსა და შოურუმში. იგი დაესწრო კომპანიის მიერ ორგანიზებულ „ვორქშოფს“, რომელიც სწორედ პარტნიორი ექიმებისთვის ჩატარდა.
ლექცია–სემინარების თემატიკა მოიცავდა რენტგენოდიაგნოსტიკას, კომპიუტერულ ტომოგრაფიას, დენტალურ მიკროსკოპიას და CAD/CAM სისტემებს. (იხ. სურ.)
ასევე გვინდა გახაროთ, რომ 2015 წელს კომპანია „KaVo“-ს და მისი ოფიციალური წარმომადგენლის უნიდენტის ორგანიზებით საქართველოში ჩატარდება კონფერენცია სახელწოდებით "კავოს დღეები 2015".