სიახლეები
2014 წლის რეზიდენტთა სასწავლო წლის დასასრული

კიდევ ერთი წარმატებული სარეზიდენტო სასწავლო წელი დასრულდა სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევით ცენტრ, უნიდენტში.

 იმედი გვაქვს, ჩვენი კურსდამთავრებულები წარმატებით და სიამაყით ემსახურებიან სტომატოლოგიას ჩვენს ქვეყანაში. ემახსოვრებათ ყოველი დღე, რომელიც უნიდენტში გაატარეს. წლების შემდეგ სიყვარულით გაიხსენებენ იმ შენიშვნებსაც, რასაც თავიანთი ხელმძღვანელებისა და უფროსი კოლეგებისგან იღებდნენ. ასევე დააფასებენ რეზიდენტურის პერიოდში მიღწეულ წარმატებებს და პროფესიულ თვითკმაყოფილებას.

ბუნებრივია, როგორც ყოველთვის, წელსაც რეზიდენტებისთვის სასწავლო წელი სევდანარევი სიხარულით დასრულდა.



სასწავლო წლის დასრულება უნიდენტში საყოველთაო „დალაგება მილაგებით“ :) აღინიშნა, ხოლო უფრო სასიამოვნო პროცესი - ბანკეტი კი რესტორან „ თავადურში!:) “ (იხ. სურ.)