სიახლეები

სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევით ცენტრ უნიდენტში ჩატარდა 2014 წლის რეზიდენტურის კურსდამთავრებულთათვის დიპლომების საზეიმო გადაცემა. კლინიკის ხელმძღვანელმა პროფესორმა მარინა მამალაძემ და რეზიდენტთა მასწავლებლებმა: ლიკა სანოძემ, თეა ჭუმბურიძემ, თეა ჯანჯალაშვილმა, მაია ლომსიანიძემ, მაკა კოპალიანმა, მედეა შავლაძემ, ქეთი ბაჩიაშვილმა და ბექა გოგინაშვილმა კურსდამთავრებულებს სასიამოვნო სიურპრიზი მოუწყეს. საზეიმოდ მორთულ დარბაზში თითოეულ რეზიდენტს პერსონალურად, პროფესიულ საქმიანობასა და პირად ცხოვრებაში წარმატებების სურვილით გადაეცათ დიპლომები. დიპლომების გადაცემის საზეიმო დღე უნიდენტის ცაზეJ ფრანების გაშვებით დაგვირგვინდა.

გზა დავულოცოთ მომავალ ქართველ სტომატოლოგებს. (იხ. სურ.)