სიახლეები

2015 წლის 14-19 მაისს სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრის, უნიდენტის ექიმი-ორთოდონტი, მედიცინის აკადემიური დოქტორი თამარ კუბლაშვილი (ამერიკის ორთოდონტთა ასოციაციისა და მსოფლიო ორთოდონტული ასოციაციის წევრი) იმყოფებოდა ამერიკის ორთოდონტიული ასოციაციის 115-ე საერთაშორისო კონგრესზე სან ფრანცისკოში (აშშ).

კონფერენციაზე დარეგისტრირებული იყო მსოფლიოს 17000 ორთოდონტი. ექიმი თამარ კუბლაშვილი დაესწრო ლექცია-სემინარებს, რომლებსაც ატარებდნენ ორთოდონტიის კორიფეები: Dr. Ravindra Nanda, Dr.Donald Joondept, Dr. Lee Graber, Dr.Tae-Woo Kim, Dr. Jae Hyun Park და სხვა. (იხ. სურ.)

თამარ კუბლაშვილი გაეცნო სამეცნიერო სიახლეებს ორთოდონტიაში: თანკბილვის სხვადასხვა ანომალიების მკურნალობისას ორთოდონტიული იმპლანტების გამოყენების თავისებურებებს (TADs-სისტემა); ენგლესII კლასის კორექციის თანამედროვე ასპექტებს Bio-Bite Corrector-ის გამოყენებით.

განსაკუთრებით საინტერესო იყო მასტერკლასზე - „ Invisalign- სისტემით ექსტრაქციული სივრცის დახურვა“ დასწრება.

თამარ კუბლაშვილი ესწრებოდა მისურის უნივერსიტეტის ქენზას სიტის სტომატოლოგიური სკოლის ორთოდონტიული დეპარტამენტის შეკრებას (თამარმა 2000-2002 წლებში დაამთავრა ამ უნივერსიტეტის ორთოდონტიის რეზიდენტურა). სასიხარულოა, რომ მისი პროფესორები 2015წ. შემოდგომაზე ლექციებს წაიკითხავენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში.