სიახლეები
პროფესორ მარინა მამალაძის მასტერ-კლასი

2015 წლის 20-25 ივლისს სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევით ცენტრ უნიდენტში, პროფესორ მარინა მამალაძის პროფესიული მასტერ-კლასების კიდევ ერთმა წარმატებულმა კვირამ ჩაიარა. ამ ხნის განმავლობაში კლინიკურ ოდონტოლოგიაში მომუშავე ექიმები აკვირდებოდნენ კლინიკის ხელმძღვანელს, პროფესორ მარინა მამალაძის სამკურნალო პროცესს, იმაღლებდნენ აკადემიურ ცოდნას და ხვეწდნენ პრაქტიკულ უნარებს. მადლობა დეა ტატიშვილს, შორენა კუტივაძეს, ლია კავლელაშვილს, ლია ახალაიას და ნატა როგავას. (იხ. სურ.)

შემდეგი მასტერ-კლასი 2015 წლის 28 სექტემბრიდან - 3 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება. მიმდინარეობს ჩაწერა, მსურველებს გთხოვთ დაუკავშირდეთ კლინიკის ადმინისტრატორს 322940394