სიახლეები

როგორც ვიუწყებოდით, სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრის, უნიდენტის დირექტორი, ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მარინა მამალაძე დაესწრო საერთაშორისო სტომატოლოგიის კორპორაცია Ultradent Product-ის გერმანული ფილიალის მიერ ინიცირებულ ტრეინინგ პროგრამას ქ. ჰამბურგში.

ჩვენთვის ყველასთვის საყვარელი ულტრადენტის კომპანია წელიწადში რამდენიმე სასწავლო პროგრამას ახორციელებს Ultradent University-ის ეგიდის ქვეშ. პრაქტიკული ხელსაქმით დატვირთული ოთხი სამუშაო დღე, რომელმაც მოიცვა კბილთა რესტავრაცია, ენდოდონტია, ორთოპედიული და თერაპიული სტომატოლოგიის მასალათმცოდნეობა და კბილთა გათეთრების სისტემა განსაკუთრებით საინტერესო იქნება ნებისმიერი პრაქტიკოსი ექიმისთვის, გამოდგება საინტერესო კვლევითი საქმიანობისთვის და ბოლოს რა საკვირველია ინფორმატიულია სასწავლო პროგრამებში ჩასართავად.

„... ყოველთვის ბედნიერი ვარ, როდესაც Ultradent Product კორპორაციის მიერ ჩატარებულ ღონისძიებებში ვღებულობ მონაწილეობას. მით უფრო დიდ პატივად მივიჩნევ ასეთ ღონისძიებებში ჩემს პერსონალურ მიპატიჟებას, მაგრამ არსებობს ფაქტორები, რომლებიც მიათმაგებენ ინტერესს და სასარგებლოსთან ერთად საინტერესოს ხდიან ჩემს ვიზიტებს. ჩემი ამ შთაბეჭდილებების ადრესატი ხათუნა ჭონიშვილია, რომელიც ჩემი და ჩვენი კლინიკის დიდი მეგობარი და გულშემატკივარია. მინდა მას და მის არაჩვეულებრივ კოლექტივს ჯანმრთელობა და წარმატებები ვუსურვო. მახარებს ის ფაქტი, რომ ხათუნას სახით ულტრადენტის კორპორაციას საქართველოში არაჩვეულებრივი წარმომადგენელი ჰყავს.“ - მარინა მამალაძე. (იხ. სურ.)