სიახლეები

2015 წლის 24-29 სექტემბერს სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრი უნიდენტის ექიმი-სტომატოლოგები და თსსუ ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორები ნათია ნიჟარაძე და ნინო კორსანტია, თსსუ აპ. ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიური კლინიკის დირექტორი და თსსუ ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ლია სანოძე, მოწვევით იმყოფებოდნენ ქ. ჩერნობიოში (კომოს პროვინცია, იტალია) კონფერენციაზე - „კომპოზიციური საბჟენი მასალები III ათასწლეულში ესთეტიკასა და ფუნქციას შორის“.

ქ. ჩერნობიოში Villa Erba-ს ტერიტორიაზე არსებულ პავილიონში კონფერენციას ესწრებოდა 1300 სტომატოლოგი იტალიიდან და ევროპიდან. მომხსენებლები იყვნენ კიეტის უნივერსიტეტის პროფესორები, საერთაშორისო რანგის სტომატოლოგები, ევროპის ესთეტიკური სტომატოლოგიის ასოციაციის წევრები და სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვეული სპიკერები. განსაკუთრებით საინტერესო იყო კიეტის უნივერსიტეტის პროფესორების ლორენცო ვანინისა და კამილო დ’არკანჯელოს პრეზენტაციები. ასევე პროფესორ ფრანჩესკო მანგანისა და დოქტორ დანიელე რონდონის პრეზენტაციები საღეჭ კბილთა მხატვრული რესტავრაციის შესახებ. (იხ. სურ.)