სიახლეები

23-26 ნოემბერს მანილაში (ფილიპინები) გაიმართა წყნარი ოკეანის ქვეყნებისა და აზიის საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია და მის ფარგლებში Gusi-ს მშვიდობის პრიზების მინიჭების ცერემონიალი. სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრის, უნიდენტის დირექტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მარინა მამალაძე იმყოფებოდა ამ ღირსშესანიშნავ ღონისძიებაზე. მით უფრო, რომ კონფერენციაზე ლექცია წაიკითხა თსსუ რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ, მასვე მიენიჭა Gusi-ს მშვიდობის პრიზი სამედიცინო სამეცნიერო საქმიანობისა და სამედიცინო განათლების ინტერნაციონალიზაციისთვის. (იხ. სურ.)

მიუხედავად 34 გრადუსიანი ამინდისა და ზამთრის არარსებობისა, ფილიპინები, როგორც მტკიცე ქრისტიანული ქვეყანა გამალებული ემზადება შობისთვის და მთელ მანილაში კაშკაშა მზის ქვეშ ათასობით ნაძვისხეა გაჩახჩახებული. (იხ. სურ.)