სიახლეები
მესიჯი საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციისგან

ამა წლის 12-15 თებერვალს საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაცია უერთდება საქართველოს ახალგაზრდა სტომატოლოგთა საზოგადოების მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ ღონისძიებას - სტომატოლოგთა საერთაშორისო სემინარს,  ბაკურიანი 2016.

მოხარულნი ვართ, რომ წელს, ჩვენი ასოციაციის ბევრი აქტიური წევრი იღებს მონაწილეობას ამ სემინარში. საინტერესო მოხსენებებით წარსდგებიან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორები - ნინო ჭიპაშვილი, ნინო კორსანტია და ნათია ნიჟარაძე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი ხატია გოგიშვილი, აკადემიური დოქტორი, ექიმი-სტომატოლოგი მერი ბორჯაძე და ექიმი-სტომატოლოგი ეკატერინე ბეშკენაძე.

ვფიქრობთ, რომ წლევანდელი სემინარი საინტერესო ატმოსფეროში ჩაივლის, ხოლო საქართველოს ახალგაზრდა სტომატოლოგთა საზოგადოებას და მის ხელმძღვანელებს, ანა გიბიშვილს და ქეთევან დოლიძეს დიდ წარმატებებს ვუსურვებთ.

 

პატივისცემით,

 

მედ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი მარინა მამალაძე

საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის პრეზიდენტი

 

P.S. ვაქვეყნებთ სემინარის პროგრამას.

 

> პროგრამაზე გადასვლა