სიახლეები

19-20 თებერვალს, სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრის, უნიდენტის სტომატოლოგები, მედიცინის აკადემიური დოქტორები: დეა ვადაჭკორია და რამაზ ორჯონიკიძე, დაესწრნენ ესთეტიკური სტომატოლოგიის ცოცხალი ლეგენდის, ინოვატორის, მრავალი სასწავლო წიგნის ავტორის, უბადლო ლექტორისა და მოქმედი პრაქტიკოსი სტომატოლოგის, დოქტორ დომენიკო მასირონის ლექციასა და მასტერ კლასს.

ლექცია - მასტერ კლასის თემატიკა მოიცავდა კბილთა არაპირდაპირი რესტავრაციების დროს მასირონის ფილოსოფიასა და ინდივიდურ მიდგომას: მინიმალურად ინვაზიურ კბილთა პრეპარირებას და დიზაინს თანამედროვე ორთოპედიულ სტომატოლოგიაში.

P.S. შეხვედრის მთავარი ორგანიზატორი Sprint Dental-ი გახლდათ, ხოლო ჩვენი კლინიკა ერთ-ერთი თანაორგანიზატორი იყო. (იხ. სურ.)