სიახლეები

საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაცია, კომპანია New Line Dental - ი და სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრი უნიდენტი 3-5 მარტს დაძაბულ საპასუხისმგებლო, მაგრამ არაჩვეულებრივად საინტერესო და პროფესიულად დატვირთულ სტომატოლოგიურ რეჟიმში მუშაობდა.

თბილისს სტუმრობდნენ სახელგანთქმული ევროპელი ენდოდონტისტები, რომის უნივერსიტეტების ენდოდონტიის დივიზიონის პროფესორები ნიკოლა გრანდე და ჯანლუკა პლოტინო.

ძნელია გამოვთქვათ ის ინტერესი, რაც ქართული სტომატოლოგიური საზოგადოების მხრიდან იგრძნობოდა. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დისერტაციების დაცვის დარბაზი ძლივს იტევდა მსურველებს. ლექცია შეუდარებლად საინტერესო გამოდგა და ჩვენს ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. 

4-5 მარტს ჩვენი ქვეყნის პრაქტიკოსი ენდოდონტისტები უკვე სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევით ცენტრ უნიდენტში ორგანიზებულ მასტერ კლასს დაესწრნენ. დიდი იყო შრომა ჩვენი მხრიდან, მაგრამ კიდევ უფრო დიდი იყო ინტერესი, რომელიც მსმენელებს ქონდათ განხილული საკითხების მიმართ. თითოეული მონაწილესთვის განსაზღვრული იყო კარგად აღჭურვილი სამუშაო ადგილი VDW- ს სისტემის ენდოდონტიური მოწყობილობებით. სამივე მხარემ თავდაუზოგავად იშრომა და პრაქტიკულად ამომწურავად იყო ათვისებული Mtwo და Reciproc -ული არხთა ენდოდონტიური მკურნალობის ძირითადი ასპექტები. (იხ. სურ.)