სიახლეები

2016 წლის 23 აპრილს თსსუ აპოლონ ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიურ კლინიკაში კიდევ ერთი მასტერ-კლასი ჩაატარა ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა და სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრის, უნიდენტის პროფესორმა მარინა მამალაძემ. ამჯერად კლინიკას ესტუმრნენ ქალაქის სხვადასხვა სტომატოლოგიური კლინიკის ექიმები. ლექცია-მასტერკლასმა, რომელიც "პოლიმერული მასალებით კბილთა რესტავრაცია"-ს მიეძღვნა, 4 საათზე მეტხანს გასტანა. ტრადიციულად ღონისძიებამ საქმიან, მეგობრულ და აზრთა გაცვლა-გამოცვლის რეჟიმში ჩაიარა. (იხ. სურ.)