სიახლეები

29 მაისი სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევით ცენტრ უნიდენტის „ცხოვრებაში“ ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი დღეა. ამ დღეს მის დაბადებას ვზეიმობთ.

მთელი ამ ხნის მანძილზე ასეთი საინტერესო შეკრება მხოლოდ ერთხელ საიუბილეო 15 წლისთავზე გვახსენდება, თუმცა არა სტუმრების სიუხვით, არა მოწვეული კოლეგების რაოდენობით, არა საყოველთაო პომპეზურობით, არამედ შინაგანი ფანტაზიის მასშტაბებით ეს საზეიმო დღე ყველაზე გამორჩეული აღმოჩნდა.

„დარბაზში თვალში საცემი იყო ჩემი გოგო ბიჭების გამორჩეული სილამაზე, გემოვნება და დახვეწილი მანერები. ჩემი ცხოვრების მანძილზე მოვესწარი რესტორნის დარბაზში დადგმულ სანახაობრივ შოუს და სასიამოვნო სპექტაკლს. ამ დღეს ჩემი ოცნებების ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტის სრული რეალიზაცია მოხდა და დამსწრეთა შორის „ვიჩემებ“, რომ ვიყავი ყველაზე ბედნიერი, აღელვებული, სიურპრიზებით გაკვირვებული და მომავალი სასიკეთო საქმეების კეთების სურვილით გამსჭვალული.

როგორც თავში ვახსენე, ჩემს ყველაზე ლამაზ გოგო ბიჭებს დიდი მადლობა.“ (იხ. სურ.)

მ. მამალაძე