სიახლეები

 

2016 წლის 17-18 ოქტომბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა სამხრეთ კავკასიის სატელიტური სიმპოზიუმი „სამედიცინო სიმულაციის ეფექტური გამოყენება“. სიმპოზიუმი მიეძღვნა სამედიცინო უნივერსიტეტებში კლინიკური სწავლების თანამედროვე მიდგომების განხილვას. სპიკერებად მოწვეული იყვნენ ფილადელფიის ბავშვთა საავადმყოფოს ხელმძღვანელი, პროფესორი სეიჯ მაიერი და პროფესორი ჯეიმს კალახანი.

 

ჩვენთვის ამ სიმპოზიუმს დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა ქონდა, რადგან სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევით ცენტრ უნიდენტში, რეზიდენტთა ცოდნის შეფასება ობიექტურად სტრუქტურირებულ კლინიკურ გამოცდაზე (OSCE) ხდება.

 

გამოცდის წარმატებით დაძლევისთვის კი, როგორც სტუდენტების ასევე რეზიდენტების წინასწარი მომზადებაა საჭირო. ამასათან ერთად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ყოველდღიურ პრაქტიკულ მეცადინეობებზე სწავლების მეთოდიკათა დახვეწას,კლინიკური სიტუაციების მოდელირებას, რაც თავისმხრივ ე.წ. სტანდარტიზებული პაციენტების მომზადებას და ამ მეთოდიკის სწავლებისთვის გამოყენებას გულისხმობს.

 

სიმპოზიუმში მონაწილეობა მიიღო სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრის, უნიდენტის რეზიდენტთა განათლებაში ჩართულმა ყველა მასწავლებელმა: ნუცა ჭიპაშვილმა, ნინო კორსანტიამ, ნათია ნიჟარაძემ, ეკა ბეშკენაძემ, ლიკა სანოძემ, ნინი სვანიშვილმა, ჯონი ფოცხვერაშვილმა, ბექა გოგინაშვილმა, ნინო ხუხუნაიშვილმა, თეა ჯანჯალაშვილმა, მაკა კოპალიანმა, მაია ლომსიანიძემ, თეა ჭუმბურიძემ, ქეთი ბაჩიაშვილმა, მედეა შავლაძემ.

 

სიმპოზიუმის დასრულების შემდეგ თითოეულ მონაწილეს მიენიჭა სერტიფიკატი, რომელსაც მინიჭებული ქონდა უწყვეტი პროფესიული განვითარების 10 ქულა. (იხ. სურ.)