სიახლეები

როგორც ყოველთვის და ყოველ წელს უნიდენტი სევდანარევი სიხარულით ემშვიდობება თავის რეზიდენტურის კურსდამთავრებულებს.

რეზიდენტურაში სწავლების ფინალური აკორდი ყოველთვის შემაჯამებელი საჩვენებელი ლექციებია: ორთოდონტიაში, ორთოპედიაში, პირის ღრუს ქირურგიაში და რასაკვირველია თერაპიულ სტომატოლოგიაში.

სულ მალე 2016-17 წლის კურსდამთავრებულები უმცროსი ექიმების რანგშიც დაასრულებენ მუშაობას და ასპარეზს ახალ, 2017 წლის რეზიდენტებს დაუთმობენ. (იხ. სურ.)