სიახლეები

22 აპრილი უნიდენტში ტრადიციულად ვიზეიმეთ. ავღნიშნეთ „მაისურების გადაცემის დღე“.

კლინიკური საქმიანობის დაწყებისას, უნიდენტი ყველა თავის რეზიდენტს, თავისი ლოგოთი და სლოგანით აღჭურვილ მაისურს ჩუქნის. ამ დღეს ყოველთვის არის საყოველთაო აღფრთოვანება, ამაღლებული განწყობა, ფერად-ფერადი ბუშტები და საზეიმო ტორტის გაჭრა. ამ დღეს ჩვენი რეზიდენტები განსაკუთრებით ლაღები იყვნენ.

უნიდენტის აკადემიური პერსონალი თავის რეზიდენტებს გზას ულოცავს კლინიკურ საქმიანობაში და წარმატებულ პროფესიულ მომავალს უსურვებს. ( იხ. სურ. )