სიახლეები

29 მაისს უნიდენტში შედგა პროფესორ მარინა მამალაძის საავტორო მასტერ კლასი, რომელიც ორ მნიშვნელოვან თავისებურებას უსვამდა ხაზს - იგი უნიდენტის დაბადების დღეს დაიწყო და 3 ივნისს 75-ე მსმენელმა გაიარა წარმატებით. თეორიულ მეცადინეობებს, ვიდეოპრეზენტაციებს ცვლიდა პაციენტებთან პრაქტიკული საქმიანობა, რაც ერთი კვირის თავზე სერტიფიკატების საზეიმო გადაცემით დასრულდა.

პროფესორი მარინა მამალაძე დიდ მადლობას უხდის მარიამ გელაძეს, ნანა დენტოშვილს, ანა მაკალათიას, ნერმინ მახარაძეს, ხათუნა ნადიბაიძეს და ლელა ფიფიას ერთად გატარებული არაჩვეულებრივი და საინტერესო მასტერ კლასისთვის. (იხ. სურ.)