სიახლეები

სტომატოლოგთა საყურადღებოდ გვაქვს სასიამოვნო სიახლე.

2 დან 5 ნოემბრამდე საქართველოს ეწვევა ჩვენი ასოციაციის და კლინიკის მეგობარი კბილთა რესტავრაციის კორიფე, სერგეი რადლინსკი. ვფიქრობთ კბილთა და რესტავრაციათა ბიომექანიკის მისეული ხედვა ბევრ სტომატოლოგს დააინტერესებს.

სიახლეა ისიც, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის განახლებული სააქტო დარბაზი, რომელსაც თეატრალური დარბაზი ჰქვია, სწორედ სერგეი რადლინსკის საჯარო ლექციით გაიხსნება.

მისი და ჩვენი ასოციაციის პრეზიდენტის მარინა მამალაძის გადაწყვეტილებით საჯარო ლექცია უფასო იქნება.

მსურველები რეგისტრაციისთვის უნდა დაუკავშირდნენ სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრის უნიდენტის ექიმ თეა ჯანჯალაშვილს 599176757.

ლექციას მინიჭებული აქვს უპგ 5 ქულა.