სიახლეები

ამა წლის 10-11 ნოემბერს, ვენაში (ავსტრია) იმართება სიმპოზიუმი Competence in Esthetics 2017, რომელიც ეძღვნება კბილთა ესთეტიკური რესტავრაციის პირდაპირ და არაპირდაპირ მეთოდებს, იმპლანტებზე მორგებულ ორთოპედიულ კონსტრუქციებს და ციფრული სტომატოლოგიის გამოწვევებს.

სიმპოზიუმში მონაწილეობას იღებენ სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრის, უნიდენტის სამი ექიმი: მედიცინის აკადემიური დოქტორი, ასოცირებული პროფესორი დეა ვადაჭკორია, მედიცინის აკადემიური დოქტორი, ასისტენტ პროფესორი ეკატერინე ბეშკენაძე და ნინო ხუხუნაიშვილი.

ჩვენს გუნდს მშვიდობიან და წარმატებულ მოგზაურობას ვუსურვებთ.