სიახლეები

ამა წლის 28-29 ოქტომბერს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მარინა მამალაძე იმყოფებოდა ქ. პოლტავაში (უკრაინა), სადაც ჩატარდა ჟენევის უნივერსიტეტის პრივატ დოცენტის, დიდიე დიჩის ლექცია-მასტერ კლასი, რომელიც მიეძღვნა კბილთა ცვეთის რეაბილიტაციას პირდაპირი კომპოზიციური მასალებით. საინტერესო პრეზენტაციას თან ახლდა პრაქტიკული კურსი, ვიდეო დემონსტრაცია-თანკბილვის ვერტიკალური განზომილების (VDO) ცვლილება თანამედროვე სარესტავრაციო საშუალებით - Inspiro. (იხ. სურ.)