სიახლეები

22 ნოემბერს, სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევით ცენტრ უნიდენტში, უკვე რამდენი წელია, რაც ტრადიციულად „უნიდენტობას“ ავღნიშნავთ. რადგან ეს დღე, უნიდენტის ბირთვის - ქალბატონი მარინა მამალაძის დაბადების დღეა, წელს მის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ეს ტრადიცია დაირღვა და უნიდენტის სრულიად ყველა წევრმა ერთსულოვნად, დიდი სიხარულით, მონდომებითა და შემართებით სიურპრიზი მოვუწყვეთ რესტორან „მე-8 სართული“-ში. საღამო, მართლაც არაჩვეულებრივი, მხიარული და დაუვიწყარი იყო თითოეული ჩვენთაგანისთვის. (იხ. სურ.)

კიდევ ერთხელ ვულოცავთ ქალბატონ მარინა მამალაძეს დაბადების დღეს და ხანგრძლივ ჯანმრთელ სიცოცხლეს, წარმატებას და ბედნიერებას ვუსურვებთ!!!