სიახლეები

ერთი ბედნიერი წინა საშობაო საღამო ავღნიშნეთ სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევით ცენტრ უნიდენტში.

„რა თქმა უნდა საქართველოში ბევრმა დაწესებულებამ აღნიშნა ეს ასე ვთქვათ დასავლური საშობაო ღონისძიება, რომელიც ძალიან კარგად ადაპტირდა საქართველოში.

Secret Santa თბილისში უკვე დეკემბრის თვესთან ასოცირდება, მაგრამ ვიქნები მიკერძოებული და დავადასტურებ, რომ უნიდენტში ის განსაკუთრებული სიკაშკაშით აღინიშნა. ღონისძიება იყო გრანდიოზული და მისი ორგანიზატორები, რომლებიც მხოლოდ სულ რაღაც 6-7 კაცს მოიცავდა ძალიან დაიღალნენ, ძალიან დაიქანცნენ, მაგრამ ყველაფერი ბრწყინვალედ გამოუვიდათ. ვამაყობ მათით.“ (იხ. სურ.)

მარინა მამალაძე