სიახლეები

15 მარტს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრალურ დარბაზში ჩატარდა სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია.

კონფერენცია გახსნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის პრეზიდენტმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა მარინა მამალაძემ.

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ნინო აბაშიძე აუდიტორიის წინაშე წარსდგა მოხსენებით - „პაროდონტის დაავადებათა უახლესი კლასიფიკაცია - მკურნალობის ფილოსოფია.“

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა მანანა ივერიელმა წარმოადგინა  პრეზენტაცია -„ინფექციური სტომატიტები - დიაგნოსტიკა, დიფდიაგნოსტიკა, მკურნალობის თანამედროვე პრინციპები და ტრახისანი.“ (იხ. სურ.)