სიახლეები

სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრი უნიდენტი, კომპანია „KAVO“-ს ოფიციალურ დილერთან, „UniShop“-თან, ერთად ტრადიციულად მასპინძლობს კომპანია „KAVO“-ს წარმომადგენლობას საქართველოში.

2018 წლის 20-21 ოქტომბერს უნიდენტის ლაუნჯში ჩატარდა ლექცია მასტერ კლასები.

პირველი დღე მომხსენებელმა, ყბა-სახის ქირურგმა და იმპლანტოლოგმა ანდრეი კოისტრიკმა მიუძღვნა ლექციას - „ქირურგიის განვითარება სტომატოლოგიურ კლინიკაში“, მასტერ კლასზე კი ჩატარდა დემონსტრაცია ბიომასალაზე.

მეორე დღეს ენდოდონტისტმა ვიტალი რუდენკომ წარმოგვიდგინა საკმაოდ საინტერესო ლექცია - „მიკროსკოპის გამოყენებით ენდოდონტია, როგორც ხელოვნება“.

აუდიტორია აღფრთოვანდა ვიტალი რუდენკოს ცოცხალი დემონსტრაციით, სადაც მან ზედა პრემოლარის განმეორებითიენდომკურნალობა ჩაატარა. (იხ. სურ.)