სიახლეები

2018 წლის 3-4 დეკემბერს სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო - კვლევითი ცენტრის, უნიდენტის ექიმი მაია ლომსიანიძე, საქართველოში VDW-ს ოფიციალური წარმომადგენლობის New -Line Dental-ის წარდგენით, იმყოფებოდა ქალაქ მიუნჰენში, პროფესორ მარიო ზუოლოს 2 დღიანი ტრენინგის გასავლელად.

მისასალმებელი და სასიხარულოა ის ფაქტი, რომ სწორედ მაია ლომსიანიძე, რომელსაც უკვე აქვს თერაპიულ სტომატოლოგიაში სარეზიდენტო პროგრამით მომავალ სპეციალისტთა მომზადების მრავალწლიანი გამოცდილება, შეირჩა, როგორც მომავალი ტრენერი საქართველოში კომპანია VDW-ს პროდუქციის ფართო საზოგადოებისთვის გასაცნობად.

მიუნჰენში მიღებული ახალი ცოდნა და პროფესორ მარიო ზუოლოს მასტერ-კლასი შეეხებოდა გამადიდებელი სისტემების ქვეშ ენდოდონტიური მკურნალობის უახლეს ასპექტებს. ტრენინგის დასასრულს მაია ლომსიანიძეს გადაეცა VDW-ს ლიცენზირებული ტრენერის სერტიფიკატი.

სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრი, უნიდენტი ამაყობს თავისი კოლეგის აღიარებითა და წარმატებით და კომპანია New-Line Dental-თან ერთად მას პროფესიულ წარმატებებს უსურვებს!! (იხ. სურ.)