სიახლეები

უნიდენტის რეზიდენტურაში 2018 წლის რეზიდენტებმა წარმატებით დაასრულეს სარეზიდენტო პროგრამა თერაპიულ სტომატოლოგიაში. მათ კიდევ მეტი წარმატებით ჩააბარეს ფინალური გამოცდა კომუნიკაციის უნარებში და როგორც ყოველთვის უნიდენტის ბაზაზე უმცროს ექიმებად დავტოვეთ სტომატოლოგიისა და უნიდენტის მოყვარული, შრომაში თავდადებული, ხალისიანი, ბედნიერი, იმედის მომცემი, კარგი მომზადების მქონე ახალგაზრდები.

ბედნიერი იყოს მათთვის პრაქტიკულ სტომატოლოგიაში შემოსვლა, ერთგულად ემსახურონ თავიანთ საქმეს და ჩვენს ქვეყანას. (იხ. სურ.)