სიახლეები

ჩვენი უნიდენტი თავის 2018 წლის რეზიდენტების გამოშვებას გამოემშვიდობა ტრადიციული ლექციათა ციკლით. რეზიდენტთა ყოველწლიური გამოკითხვა ცხადყოფს ასეთი ლექციების საჭიროობას და ნაყოფიერებას.

რეზიდენტებმა მოისმინეს ლექციები ორთოდონტიაში (ასოცირებული პროფესორი თამარ კუბლაშვილი), ორთოპედიულ სტომატოლოგიაში (ასოცირებული პროფესორები: დეა ვადაჭკორია და რამაზ ორჯონიკიძე), ბავშვთა ასაკის სტომატოლოგიაში (ასოცირებული პროფესორი ნათია ნიჟარაძე), პირის ღრუს ქირურგიაში (ნინო მაღლაკელიძე).

ლექციათა ციკლი დაასრულა პროფესორმა მარინა მამალაძემ პრეზენტაციით კბილთა რესტავრაციასა და ენდოდონტიაში.

ლექცია მთელი დღე გაგრძელდა 10:00 სთ-დან 19:30 სთ-მდე!

ამ დღის სასიამოვნო ფინალად იქცა რეზიდენტთა საგამოცდო შედეგების გამოცხადება.

ვაანონსებთ უნიდენტის ექსკლუზივს - გამოცდა კომუნიკაციის უნარებში.

რეზიდენტთა საამაყოდ უნდა ითქვას, რომ მათ დაძლიეს 6 სრულიად რთული სადგური და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს. (იხ. სურ.)