სიახლეები

ახალი სასწავლო წლის დაწყება ერთ-ერთი სასიხარულო მომენტია ყველასთვის ვინც სამასწავლებლო საქმით არის დაკავებული. არ აქვს მნიშვნელობა იმას, სკოლაში ასწავლი, უმაღლეს სასწავლებელში თუ საბავშვო ბაღში.

23 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში - სამედიცინო განათლების ამ უძველეს და ყველაზე ავტორიტეტულ კერაში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.

ვულოცავ ჩვენს სტუდენტებს, პროფესორ - მასწავლებლებს ამ არაჩვეულებრივ დღეს და საქართველოს სამედიცინო კადრების აღზრდაში წარმატებას ვუსურვებ. (იხ.სურ.)