სიახლეები

როგორც ყოველთვის, წელსაც თერაპიულ სტომატოლოგიაში რეზიდენტთა გამოშვება ფინალური ლექციების ციკლით დასრულდა.

ლექციები მიეძღვნა პირის ღრუს ქირურგიის, ორთოპედიული სტომატოლოგიის, ბავშვთა სტომატოლოგიის და ორთოდონტიის თანამედროვე მიდგომებს, აქტუალურ საკითხებს და მათი გადაჭრის რაციონალურ გზებს. ლექციები წაიკითხეს ნინო მაღლაკელიძემ, რამაზ ორჯონიკიძემ, დეა ვადაჭკორიამ, ნათია ნიჟარაძემ, თეა ზერეკიძემ და ავთანდილ ბაქრაძემ.

ლექციათა ციკლი დასრულდა ორი ფუნდამენტური პრეზენტაციით თერაპიულ სტომატოლოგიაში, რომელიც წარმოადგინა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა მარინა მამალაძემ.

თითოეული ლექცია 11:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე მიმდინარეობდა. მათგან პირველი ეძღვნებოდა პირდაპირი რესტავრაციების შესაძლებლობებს და ამ პროცესში გამოყენებულ სარესტავრაციო საშუალებების კრიტიკულ ანალიზს, მეორე კი კბილთა ენდოდონტიური მკურნალობის პროცესში წამოჭრილი პრობლემების მართვას და მკურნალობის უახლესი მეთოდების შეფასებას. (იხ.სურ.)