სიახლეები

კარგა ხანია ვიცით, რომ უნიდენტში თავაუღებელი სამკურნალო, სასწავლო და კვლევითი საქმიანობა ჰარმონიულადაა შერწყმული გასაოცრად ორგანიზებულ სახალისო ღონისძიებებთან. ერთ-ერთი მათგანი წლევანდელი საიდუმლო სანტას გათამაშება იყო.

25 დეკემბრის „სანტაობა“ განსაკუთრებული კრეატიულობით გამოირჩა. თითოეულმა უნიდენტელმა თავისი კულინარიული შესაძლებლობები და ჯადოქრობანი აჩვენა.

-         ულამაზესი გარემო

-         ახალი წლის განწყობისთვის შესაფერისი დეკორაციები

-         მორთულ-მოკაზმული თანამშრომლები

-         ნებისმიერი რესტორნისთვის შესაშური სუფრა

-         და რაც მთავარია სიკეთით განმსჭვალული უამრავი საჩუქარი და სიურპრიზი.  (იხ. სურ.)