სიახლეები

2023 წლის 20 მაისს, კომპანია Dentsply/Sirona-ს საქართველოს წარმომადგენლობამ, სასტუმრო პულმანში, გამართა კონფერენცია, რომელზედაც, საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის წევრმა, სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრის, უნიდენტის ექიმმა მაია ლომსიანიძემ, ძალიან საინტერესო მოხსენება გააკეთა, რითაც აუდიტორიის უდიდესი სიმპათია დაიმსახურა „რეციპროკი - მარტივად დაძლევადი ენდოდონტიური გამოწვევა.

21 მაისს თანამედროვე აპარატურით აღჭურვილ დარბაზში მან მასტერ-კლასი ჩაატარა, სადაც მსმენელებს საშუალება მისცა თავად შეესრულებინათ რეციპროკის საშუალებით კბილის არხთა სისტემის დამუშავების პროცედურები და ამასთან ერთად საკუთარი გამოცდილებაც გაეზიარებინა. (იხ.სურ.)