სიახლეები

2023 წლის 21-25 ივნისს საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის პრეზიდენტი და სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრ „უნიდენტის“ ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მარინა მამალაძე მიწვეული იყო ქ. ამსტერდამში (ჰოლანდია), სტომატოლოგთა საერთაშორისო კოლეგიის 66-ე კონგრესზე, სადაც, როგორც ICD-ის ევროპული სექციის მე-15 განყოფილების ვიცე-რეგენტმა, მონაწილეობა მიიღო რეგენტთა საბჭოს მუშაობაში (Summer BORM). ღონისძიებაზე პროფესორმა მარინა მამალაძემ საქართველოდან ICD-ის წევრობის ორი ახალი კანდიდატი წარადგინა: სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრ „უნიდენტის“ ექიმები, თსსუ-ის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი ეკატერინე ბეშკენაძე და ოდონტოლოგიის დეპარტამენტის მოწვეული მასწავლებელი, სტომატოლოგიის აკადემიური დოქტორი თეა ჯანჯალაშვილი.
პროფესორ მარინა მამალაძესთან ერთად კონგრესზე იმყოფებოდნენ საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის და ICD-ის წევრები, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორები: დეა ვადაჭკორია, ნათია ნიჟარაძე და ლია სანოძე, ასევე, სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრ „უნიდენტის“ ექიმები: ოდონტოლოგიის დეპარტამენტის მოწვეული მასწავლებელი, სტომატოლოგიის აკადემიური დოქტორი მანანა უსტიაშვილი და თამარ ჟღენტი.
განსაკუთრებით საინტერესო იყო კონგრესის სამეცნიერო სესია, სადაც განხილული იყო კბილთა და ყბა-სახის მიდამოს ტრავმული დაზიანებები. ბრწყინვალე სპიკერები და აქტუალური თემები არავის აძლევდა ყურადღების მოდუნების საშუალებას.
მომავალი კონგრესი 2024 წლის ივნისში ისრაელში, იერუსალიმშია დაგეგმილი. 2025 წელს, დელეგატებს ავსტრია, 2026 წელს კი იტალია უმასპინძლებს. (იხ.სურ.)