სიახლეები

2023 წლის 1 ივლისს მცხეთაში, „შუაგულში“ საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის მხარდაჭერით და საქართველოს ახალგაზრდა სტომატოლოგთა ლიგის ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია „წარმატებული სტომატოლოგია - გზა, შეცდომებისა და გართულებებიდან, სასურველ ეფექტამდე“.

კონფერენციის მთავარი მომხსენებელი, საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის პრეზიდენტი, სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრ უნიდენტის ხელმძღვანელი, თსსუ-ის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მარინა მამალაძე იყო, მოხსენებით „შეცდომები, დაუდევრობა და გართულებები სტომატოლოგიაში - სიარული დანის პირზე“.

კონფერენციის პლენარულ სესიაზე მოხსენებით წარდგნენ საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის წევრები:
თსსუ-ის ორთოდონტიის დეპარტამენტის მოწვეული მასწავლებლი, სტომატოლოგიის აკადემიური დოქტორი ავთანდილ ბაქრაძე. მისი მოხსენება საყურადღებო იმით იყო, რომ ბოლო ხანს განსაკუთრებით იმატა საქართველოში ორთოდონტული მკურნალობის შემდეგ უკმაყოფილო პაციენტთა რიცხვმა, რაც არც თუ ისე იშვიათად ცეფალომეტრული გამოკვლევების ანალიზის დაბალ უნარს ეფუძვნება. ავთანდილ ბაქრაძემ სწორედ ამ საკითხის ირგვლივ ისაუბრა თემატიკით: „თანამედროვე დიაგნოსტიკის იგნორირება და შედეგად დაშვებული შეცდომები ორთოდონტიაში“.

განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრ უნიდენტის ექიმი-თერაპევტის და რეზიდენტთა ლოკალური ხელმძღვანელის მაია ლომსიანიძის მოხსენებამ „წარმატებული ენდოდონტია - ბრძოლა მისი თითოეული ეტაპის შეცდომებთან“. მან დამსწრე საზოგადოებას გაუზიარა ოპერაციული მიკროსკოპიით მიღებული კბილთა ინტრადონტის ის გამოსახულებები, რომლებიც ხშირად წარმოადგენენ რისკ ფაქტორებს მკურნალობაში და ქმნიან პირობებს გართულებებისთვის.
მაია ლომსიანიძე არის კომპანია VDW-ს სერტიფიცირებული ტრენერი საქართველოში და ხშირად ატარებს საავტორო მასტერ კლასებს სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევით ცენტრ უნიდენტში.

თსსუ-ის პირის ღრუსა და ყბა-სახის ქირურგიის დეპარტამენტის მოწვეული მასწავლებელი, გიორგი გვენეტაძე კი წარდგა მოხსენებით: „პაციენტის დაუდევრობა ხილული პათოლოგიის არსებობისას და არასრულფასოვანი დიაგნოსტიკით გამოწვეული გართულებები ყბა-სახის ქირურგიაში“.

აგრეთვე, პლენარულ სესიებზე დენტალური იმპლანტოლოგიის გამოწვევებს შეეხო პროფესორი ვლადიმერ მარგველაშვილი, ქირურგიულ პაროდონტოლოგიაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა ექიმმა ლალი ქოჩიაშვილმა, სტომატოლოგიის აკადემიურმა დოქტორმა ნუცა ზურაბიანმა კი თანამედროვე ორთოპედიული სტომატოლოგიის სადავო საკითხებზე.

კონფერენციას, ასევე ესწრებოდნენ საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის წევრები და თსსუ-ის აკადემიური პერსონალი და მოწვეული მასწავლებლები: ორთოდონტიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი თინათინ მიქაძე, ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ლია სანოძე, ოდონტოლოგიის დეპარტამენტის მოწვეული მასწავლებლები ჯონი ფოცხვერაშვილი, ნინი სვანიშვილი და თამარ თავამაიშვილი, ორთოდონტიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი ნატო მოსემღვდლიშვილი, სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრ უნიდენტის ექიმი-თერაპევტები ნინო გაგნიძე და თამარ ჟღენტი. (იხ.სურ.)