სიახლეები

2023 წლის 21-22 ივლისს, კომპანია უნიშოფის (Ormco-ს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში) ორგანიზებით, სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში ჩატარდა კომპანია Ormco - ს სპიკერის,  ექიმ-ორთოდონტის ნინო სიგუას ლექცია და მასტერკლასი თემაზე „ეფექტური მექანიკა წარმატებული პრაქტიკისათვის“ .

ლექციასა და მასტერ კლასს, სადაც განხილული იყო ორთოდონტიის  ყველა აქტუალური საკითხი, ესწრებოდნენ სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის წევრები, თსსუ-ის ორთოდონტიის დეპარტამენტის მოწვეული მასწავლებლები, სტომატოლოგიის აკადემიური დოქტორები: ავთანდილ ბაქრაძე და ნინო ორჯონიკიძე. (იხ.სურ.)