სიახლეები

საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის და Miccerium SPA-ს ორგანიზებით 8-9 ნოემბერს, ექსკლუზიურად საქართველოს ექიმებისთვის, სტამბოლში (თურქეთი) Istanbul Dental Academy-ში ჩატარდა იტალიელი საერთაშორისო სპიკერისა და ტრენერის, კიეტი-პესკარას უნივერსიტეტის პროფესორის, იტალიის ესთეტიკური სტომატოლოგიის ასოციაციების აქტიური წევრის, მრავალი პუბლიკაციის ავტორის დანიელე რონდონის ორდღიანი ლექცია-მასტერ-კლასი “ფრონტალურ კბილთა რესტავრაცია, 3 ასაკი”.
ლექციას ესწრებოდნენ საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის წევრები:
სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრის უნიდენტის ექიმები,
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ნინო
კორსანტია, ასისტენტ პროფესორი ეკატერინე ბეშკენაძე, მოწვეული მასწავლებლები, სტომატოლოგიის აკადემიური დოქტორები მანანა უსტიაშვილი და თეა ჯანჯალაშვილი,
ექიმი-სტომატოლოგი მაია ლომსიანიძე.
ეს იყო თანამოაზრეთათვის შემეცნებითი პროცესით დატვირთული და პოზიტიური ემოციებით გამსჭვალული ორი არაჩვეულებრივი დღე, სადაც ცოდნისა და გამოცდილების
გაზიარება და გათავისება იყო უმთავრესი. (იხ.სურ.)