სიახლეები

წინა საახალწლო საზეიმო დღეებს დაემთხვა სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრი უნიდენტის რეზიდენტთა (ოქტომბრის, შემოდგომის ნაკადი) დიპლომების საზეიმო გადაცემა. 26 კურსდამთავრებული (52 კი გაზაფხულზე დაასრულებს პროფესიულ წვრთნას) ემზადება საექიმო ასპარეზზე გასასვლელად. მას შემდეგ, რაც რეზიდენტურა კურსდამთავრებულები სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდას ჩააბარებენ, ისინი საქართველოში დამოუკიდებელ სამედიცინო მომსახურებას გაწევენ სტომატოლოგიაში.

წასულთა სანაცვლოდ რეზიდენტურის შემოდგომის ნაკადს შემოუერთდა ახალი ცვლა, რომელმაც სწორედ შემოდგომაზე დაიწყო თერაპიულ სტომატოლოგიაში, რეზიდენტურაში მომზადება.

უფროსი რეზიდენტების გაცილებას დაემთხვა უნიდენტში კეთილ ტრადიციად ქცეული მაისურების გადაცემის ცერემონიალი - უნიდენტის ლოგოთი და სლოგანით.

წარმატება ვუსურვოთ უნიდენტის ყველა რეზიდენტს. (იხ.სურ.)